ტეროროსტი პროვოკატორი მოგვიგზავნეს - რუსკა მჭედლიძე

"ტეროროსტი პროვოკატორი მოგვიგზავნეს", წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი რუსკა მჭედლიძე. 

მისი თქმით, ჩაიდანში, რომლითაც წყალს ადუღებენ მოგზავნილმა ქალმა მათ საწვავი ჩაუსხა.

"ტეროროსტი პროვოკატორი მოგვიგზავნეს, 2 ჩაიდანში, რომლითაც კერასინზე წყალს ვადუღებდით, ამ ტერორისტმა ქალმა სალიარკა ჩაგვისხა (სამეგრელოს კარავში და თბილისის კარავში) ორ კარავში ხალხს გვაფეთქებდა", - წერს რუსკა მჭედლიძე.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა გუშინ კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. პოლიციამ მათ კონსტრუქციების დაშლა, ან ტროტუარზე გადატანა მოსთხოვა და ამისთვის გონივრული ვადა - 40 წუთი მისცა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.