თავში

ოპოზიციის აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყო - LIVE

ოპოზიციის აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყო
ოპოზიციის აქცია-მსვლელობა თავისუფლებისთვის დაიწყო - LIVE

ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყო.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყეს.

უკვე 15:00 საათიდან აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბებიან, სადაც ლიდერები სიტყვით გამოვლენ და სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში, სახანძრო მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც.

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას, მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდანაც უერთდებიან.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system