თავში

რა გეგმა აქვს ოპოზიციას - დეკანოიძის განმარტება

რა გეგმა აქვს ოპოზიციას - დეკანოიძის განმარტება
რა გეგმა აქვს ოპოზიციას - დეკანოიძის განმარტება

ჩვენ, ხვალინდელ აქციაზე  გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებს გავაჟღერებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის სამომავლო გეგმები, ფართომასშტაბიან აქციებსაც ეხება. 

"გავიარეთ ყველა დეტალი, ზოგადი კონცეფციური ნაწილი და ტექნიკური დეტალები. ხვალ, 13:00 საათზე, ფილარმონიასთან ვიკრიბებით ყველა და მსვლელობით მივდივართ რუსთაველზე. ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და ასევე, მთავარი საკითხები იყო სამომავლო გეგმები. ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ კოორდინირებული ოპოზიციის მოქმედებას. სამომავლო გეგმები ეხება მათ შორის ფართომასშტაბიან აქციებს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system