448 ახალი შემთხვევა - საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 39 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.