ვაქცინაცია საქართველოში - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ფოტოებს ავრცელებს - PHOTO

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პროცესის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

,,2021 წლის 15 მარტის ქრონიკა. დღეს საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო", - აღნიშნულია ცენტრის ,,ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დღეს დილიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან. ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.

ვაქცინა გაიკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ, ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ და სხვ.