კორონავირუსის "დელტა" შტამი 163 ქვეყანაში ვრცელდება

COVID-19-ის შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით "დელტა" ეწოდა, სულ მცირე, 163 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

რაც შეეხება სხვა შტამებს, ალფა შტამი აღმოჩენილია 192 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა. ნბეტა ვრცელდება 141 ქვეყანაში. გამა შტამი, რომელიც სექტემბერში აღმოაჩინეს ბრაზილიაში, ახლა უკვე გამოვლენილია 86 ქვეყანაში. 

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის "დელტა" შტამზე იხილეთ აქ.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.