მსოფლიოში იანვრის შემდეგ კორონავირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

Worldometer–ის თანახმად, მსოფლიოში იანვრის შემდეგ კორონავირუსის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების 640 244 შემთხვევა გამოვლინდა.

ზრდა 22 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.

89 200 ახალი შემთხვევაა ბრაზილიაზე მოდის, 72 182 - ინდოეთზე, 68 756 - აშშ-ზე. ასევე, 20 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში, თურქეთში, პოლონეთში, იტალიასა და გერმანიაში.

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 129,515,870-ს შეადგენს

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 31,166,344 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, სადაც კორონავირუსით 12,753,258 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ინდოეთი - 12,221,665 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე საფრანგეთია (4,644,423). მეხუთეზე - რუსეთი (4,545,095). მე-6 ადგილს დიდი ბრიტანეთი (4,345,788) იკავებს.

3 მილიონზე მეტი შემთხვევაა იტალიაში (3,584,899), თურქეთსა (3,317,182) და ესპანეთში (3,284,353).

2 მილიონს გადასცდა შემთხვევების რიცხვი გერმანიაში (2,830,335), კოლუმბიაში, (2,406,377) არგენტინაში (2,348,821), პოლონეთსა (2,321,717) და მექსიკაში (2,238,887).

მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ირანში (1,885,564), უკრაინაში (1,691,737), პერუში (1,548,807), სამხრეთ აფრიკაში (1,548,157), ჩეხეთში (1,539,617), ინდონეზიასა (1,511,712) და ნიდერლანდებში (1,272,616).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,829,111 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 104,448,346 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.