ნიგერიაში "ბოკო ჰარამის" წევრებმა 11 მძევალი მოკლეს

ნიგერიაში შობის დღესასწაულზე ნიგერიული ტერორისტული ჯგუფის "ბოკო ჰარამის" 11 მძევალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტერორისტებმა 13 მძევალი აიყვანეს - 10 ქრისტიანი და 3 მუსლიმი. ბოევიკები მათ დაჯგუფების დაკავებულ წევრებში გაცვლას გეგმავდნენ. მას შემდეგ, რაც ნიგერიის მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა, მათ 11 ადამიანი მოკლეს. 2 მუსლიმი გადარჩა.

"ბოკო ჰარამში" აცხადებენ, რომ სიკვდილით დასჯა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციისთვის შურისძიების მიზნით მოხდა. 

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა.

სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაავრცელა.