რას ელიან FDI-გრანტით ეკონომიკაში

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტორებთან სეგმენტურად მუშაობს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს სააგენტო კონცენტრირებულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ელექტრონაწილების, ავიანაწილების, მანქანების ნაწილების წარმოება. მუშაოებენ ინვესტიციების მოზიდვაზე სერვისების სფეროშიც. 

ხიდურების თქმით, პანდემიის შემდეგ ბიზნეს-გარემო კიდევ უფრო კონკურენტული ხდება და იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებზე მეტად კონკურენტული იყვნენ, მათ შეიმუშვეს პროექტები ინვესტიციის მოსაზიდად. ეს არის FDI გრანტები, რომელიც ხიდურელის თქმით, მსოფლიოში აპრობირებულია. მისი განმრტებით, ეს არის გრანტი, რომელიც ინვესტორს ინვესტიციის განხორციელების შემდეგ თანხა „ქეშბექის“ პრინციპით დაუბრუნდება. 

"ეს პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ სექტორებზე იმუშვებს, რომელიც ჩვენს სექტორებზეა გამოკვეთილი. ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმ დარგებზე, რომელთაც აქვთ პოტენციალი საქართველოში ინვესტიცია ჩაიდოს. ეს არის ელექტრონაწილების, ავიანაწილების, მანქანების ნაწილების წარმოება, ასევე, სერვისებში - ბიზნესპროცესების აუტსორსინგი, ლოჯისტიკა და ენერგეტიკა, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ FDI გრანტი არ გვაქვს“, - განმარტავს ხიდურელი. 

შეგახსენებთ, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს.

„ამ ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ჩვენი მხრიდან იქნება გარკვეული ხარჯების გაზიარება, მათ მიეცემათ 1 მილიონ ლარამდე ზომის გრანტი იმისთვის, რომ დავფაროთ ხარჯები, რაც დაკავშირებულია ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად პანდემიისა, მეორე კვარტლის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელი იყო, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით მცირე, თუმცა გარკვეული ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

შეგახსენებთ, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.