თავში

როგორ აპირებს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას

როგორ აპირებს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას
როგორ აპირებს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას

"კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ის სტრატეგია და ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით განვახორციელებთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად, განახლებული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე იმსჯელეს.

პრემიერის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევასთან ერთად, საქართველოსთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა შესაძლებლობები იქმნება. მისივე თქმით, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობები, რათა ძალიან სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და მალე დაუბრუნდეს იმ საწყის პოზიციას, რითაც კრიზისში შევიდა.

„სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, ქართველ ექსპერტებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენი სამოქმედო გეგმა უცხოური ინვესტიციების და იმ კომპანიებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რომლებმაც შესაძლოა ინტერესი გამოხატონ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. აქტიურად გვაქვს დაწყებული კომუნიკაცია 400-მდე კომპანიასთან, რომელსაც ვესაუბრებით, ვაცნობთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, იმ დადებით მხარეებს, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიზნესგარემო სთავაზობს. დღეს განვიხილეთ ის შესაძლო სტიმულები, რაც შეიძლება საქართველოს მთავრობამ განახორციელოს საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ექსპერტებისგან, ამ კუთხით, სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები მოვისმინეთ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობა ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას აახლებს. განახლებული სტრატეგია დღეს ექსპერტებმა განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system