თავში

რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო
რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები, საქართველოში ბიზნესის კეთების შემთხვევაში, შეღავათებით ისარგებლებენ. 

საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შემდეგ საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს:

● საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება;
● საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;
● საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი;
● საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.95-ზე გაყოფით;
● საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში საერთაშორისო კომპანიას უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა, ამ ხარჯის ოდენობით;
● საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

საერთაშორისო სტატუსის მისაღებად კომპანიამ საქართველოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. მაჭავარიანის განმარტებით, შეღავათიანი პირობებით საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე IT და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ისარგებლებენ. 

მთავრობის განმარტებით, საგადასახადო შეღავათების დაწესება კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და წასახალისებლად.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ამ საგადასახადო ცვლილებების მიღებაზე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და ის თავდაპირველად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. 

ცნობისთვის, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად იმუშავა. განაახლებული სტრატეგია მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას და მათთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და პირობების, ასევე გარკვეული შეღავათების შეთავაზებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system