თავში

საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება

საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება
საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება

"საქართველო უცხოელი ინვესტორების მიერ უნდა განიხილებოდეს მიმზიდველ პლატფორმად, რომელიც გამოიყურება ყველაზე სტაბილურად და სთავაზობს მიმზიდველ საგადასახადო და ბიზნესგარემოს, ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიების, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან," - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებაზე საუბისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ორი - IT სფეროსა და საზღვაო სერვისების მიმართულებით საქართველო კომპანიებს მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს.

ეს მიმართულებები, თურნავას განმარტებით, მთავრობამ საგანგებოდ და გამიზნულად შეარჩია. 

„გვინდა საქართველოში შევქმნათ წინამძღვრები, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ სხვა სახელმწიფოების მაგალითები - მალტის, კვიპროსის და იმ ქვეყნების, რომლებიც სანაოსნო დარგში მიიჩნევიან ლიდერებად. საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი. მეორე ასეთივე მიმზიდველი, აღმავალი ინდუსტრია არის IT სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და ამასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები. აქაც მინდა ვთქვა, რომ ასეთი შეღავათი, როგორიცაა მოგების გადასახადი 5%, 15%-ის ნაცვლად, საშემოსავლო გადასახადის 5% მისცემს დამატებით ბიძგს რეგიონალურ კომპანიებს, გლობალურ IT კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, ვინც დღეს საქმიანობს ამ სფეროში, მაგრამ „ფრილანსერის“ სტატუსი აქვს. როდესაც ამ წესზე ვმუშაობდით, ამ ინფორმაციამაც კი მისცა ბიძგი რამდენიმე კომპანიას რეგიონში, რომელმაც დაიწყო კონტაქტი იმაზე, რომ საქართველოში გადმოვიდეს. ჯერჯერობით მეტ კონკრეტიკას მოვერიდები, მაგრამ უახლოეს პერიოდში თქვენთვის ეს სიახლეები გახდება ცნობილი. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უნდა შევძლოთ, რომ საქართველო განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ მიმზიდველ პლატფორმად, რომელიც გამოიყურება ყველაზე სტაბილურად და სთავაზობს მიმზიდველ საგადასახადო და ბიზნესგარემოს, ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიების, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან," - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ ახლა ერთმანეთს დაემთხვა ორი ფაქტორი: ერთი - მთავრობის განუხრელი სტრატეგია, რომ მოვიზიდოთ მეტი ინვესტორი, მეტად მიმზიდველები ვიყოთ და მეორე - გლობალური ბიზნესის საჭიროება იპოვოს ახალი, ჯერ კიდევ არგამოყენებული პლატფორმები, სადაც ნაკლები დანახარჯებით და მეტი პერსპექტივით გადმოიტანენ თავის ბიზნესებს. 

"აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ამ ორ სექტორში ვიხილავთ ახალ ინვესტორებს. IT ტექნოლოგიებში გვაქვს უკვე პირველი სერიოზული განაცხადები ჯერ რეგიონიდან და შემდეგ ალბათ, გლობალურადაც იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

კომპანიები საერთასორისო სტატუსს და მის თანმხლებ შეღავათებს ორი, IT სფეროსა და საზღვაო სერვისების, მიმართულებით მიიღებენ. საერთასორისო სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15% და 20%-ის ნაცვლად 5% იქნება. სტატუსის მისაღებად საჭიროა კომპანიებს საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება ჰქონდეთ. შესაძლებელია, ასეთი კომპანია იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენლობა საქართველოში. გამოცდილების მოთხოვნა აქაც მინიმუმ ორი წელია.

რა შემთხვევაში მიიღებს კომპანია საერთასორისო სტატუსს და მის თანმხლებ საგადასახადო შეღავათებს, გაიგეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system