შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. 

ბრიფინგს 15:00 საათზე, მინისტრის მოადგილე გამართავს.

უწყებაში, სავარაუდოდ, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრებენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინიდან არ გასულა.