სააკაშვილი ტრუსკავეცშია - "კურიერი"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება", -იტყობინება "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახური. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინიდან არ გასულა.