ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ რეკორდულად გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 51 993-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი და საერთო რაოდენობა 37 019-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 423 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.