პრემიერი: საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ უნდა დარჩეს

საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ ფერმერების მხარდამჭერი პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ფერმერებს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშიც დაეხმარა, თუმცა ხელისუფლება კარგად იაზრებს, რომ ეს არაა საკმარისი.

გახარიამ დასძინა, რომ კორონავირუსმა გვაჩვენა, რომ აგროპროდუქტების შიდაწარმოება უმნიშვნელოვანესია. პრემიერის თქმით, ეს დასაქმებასაც შეუწყობს ხელს, რადგან ძლირი სოფელი ძლიერი ქვეყანაა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, აგრარული პროცესი უწყეტი უნდა იყოს და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში.

„ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ელემენტარული ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამას საკმაოდ სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ამას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საერთოდ ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის დამოკიდებულება მიწასთან ყოველთვის განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩეოდა. ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ ის პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ერთად, ჩვენს ადგილობრივ ხელისფულებასთან ერთად აქვს ძალიან კარგი გამოცდილება როგორც მართვის, გამოწვევების და კრიზისების სოფლის მეურნეობაში, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გამოწვევები,როგორიც იყო მაგალითად ბოლოს ფაროსანა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებთან ერთად და სასოფლო-სამეურნეო ასოციაციებთან ერთად აბსოლუტურად ეფექტურად გაუმკლავდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

სამელიორაციო მომსახურებაში გადასახადს ფერმერები აღარ გადაიხდიან.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა სამწლიანი ხდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მერძევეობის დარგის განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს.პროექტის თანხობრივი ლიმიტები მერყეობს 8000 ლარიდან 195,000 ლარამდე. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში დაიხარჯება 3 მილიონი ლარი და პროგრამით ისარგებლებს 60-მდე ფერმერი.