თავში

მთავრობის პრიორიტეტი ხდება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა

მთავრობის პრიორიტეტი ხდება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა
მთავრობის პრიორიტეტი ხდება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა

შემდეგი სერიოზული დარტყმა ვისზეც იქნება ეს იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით სოფლის მეურნეობის სტრუქტურის მოთხოვნა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, რომელიც დღეს არ არის.

„ჩვენი სოფლის მეურნეობა ტურისტული ნაკადების ასეთი ზრდის შედეგად აწყობილი იყო ყოველწლიურ ზრდაზე. ამის ექსპორტით ჩანაცვლება ასეთ მოკლე პერიოდში შეუძლებელი იქნება. ტურიზმიდან გენერირებულ მოთხოვნას ჩვენი შიდა მეურნეობები ვერ დააკმაყოფილებენ. ჩვენი შიდა მეურნეობების მოთხოვნის სტრუქტურა შეიცვალა, იმიტომ რომ ფინანსურად ადამიანებს და ოჯახებს, რომ გაუჭირდათ მათი მოთხოვნის სტრუქტურაც შეცვლილია, იქ უკვე პირველადი სხვა პროდუქტები ხდება. ამიტომ სოფლის მეურნეობის და ფერმერობის ნაწილში გამოწვევა იქნება სერიოზული იმ პროდუქტებზე, სასოფლო-სამეურნეო დარგებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ. ჩვენი შემდგომი დახმარების და ყურადღების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. აქ აუცილებლად ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ პროდუქციაზე და გასაღებაც სერიოზული პრობლემა იქნება. სოფლის მეურნეობას უკვე დავალებული აქვს სპეციალური ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინოს უახლოეს პერიოდში იმისთვის რომ ფერმერებს დავეხმაროთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ შრომის ბაზარი სამუშაო ადგილების დიდ რაოდენობას დაკარგავს.

 „350 ათასი ოფიციალური სამუშაო ადგილი მინიმუმ რომელსაც დავკარგავთ, ამაზე გვაქვს ეს სოციალური შეთავაზება გაკეთებული. თუმცა იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები“, - აღნიშნა გახარიამ. 

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეცვალა და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system