საქართველოში COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 11-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა STOPCOV.GE-ზე.

ამავე ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, ერთით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და 809 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.