მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 6.8 მლნ. ლარზე მეტია

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8 მლნ. ლარზე მეტი.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა. 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია.

რძე და რძის პროდუქტები როგორც თვიურ ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია.

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ.

საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია.

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე: