თავში

საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა

საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა
საქართველომ რძის წარმოება მცირედით გაზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია. 

რძე და რძის პროდუქტები როგორც თვიურ ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია.

შეგახსენებთ, რძეს "თეთრ ოქროს" უწოდებენ მისი უდანაკარგო წარმოების ციკლის გამო და სპეციალისტები სახელმწიფოს მერძევეობის სექტორისადმი მეტ ყურადღებას ურჩევენ.

2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.

მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 2,400,000 ლარს უტოლდება.

შეგახსენებთ, საქართველოში რძის იმპორტი იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია. უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

შემცირებულია ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით.

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system