თავში

მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 2,400,000 ლარს უტოლდება

მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 2,400,000 ლარს უტოლდება
მერძევეობაში სახელმწიფოს თანადაფინანსება 2,400,000 ლარს უტოლდება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან დამტკიცებულია 85 განაცხადი, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 2,400,000 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ცნობისთვის, საქართველოში რძის იმპორტი 3 თვეა იკლებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის ჯამში, წელს იმპორტის რაოდენობა მაინც რეკორდულად მაღალია. 

უპრეცედენტოდ მაღალია ყველის ექსპორტის მაჩვენებელი, თუმცა მისი მასშტაბები, იმპორტთან შედარებით, კვლავ ბევრად მცირეა. ქართული ყველი ძირითადად ამერიკაში დაექსპორტდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system