თავში

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება

ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება
ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება

აგვისტოსთვის ფასები ქართველ მწარმოებლებთან რეკორდულად მაღალია როგორც ყველზე ისე ნედლ რძეზე:

  • სულგუნი ყველი - 12.70 ლარი კილოგრამზე (+3% წინა წელთან)
  • ნედლი რძე - 9.65 ლარი 10 კილოგრამზე (+12% წინა წელთან).

ორგანიზაციამ "მერძევეობა საქართველოში-მ" რძის გადამუშავების მომგებიანობის ინდექსი დათვალა და აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად სწრაფად მზარდი და უპრეცენდენტოდ მაღალი ფასებისა, თითოეული კილოგრამი ყველისა თუ ნედლი რძის გაყიდვის შემდეგ, მწარმოებლებს დაახლოებით იმავე რაოდენობის (ან ნაკლები) აშშ დოლარისა თუ საკვები პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ, რამდენისაც საშუალოდ წინა 3 წელიწადში. ეს ნიშნავს რომ ყველი და რძე სხვა პროდუქტებთან და დოლარის კურსთან ერთად ძვირდებიან და ხშირ შემთხვევაში მწარმოებლები მოგებას ვერ იზრდიან.

"მაღალი ფასები ნედლი რძისა და ყველის მიწოდების კლების შედეგი უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს რომ ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება," - განმარტავს ორგანიზაცია.

მათივე შეფასებით, დასუსტებული სამომხმარებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, გაძვირების მიზეზი (როგორც ნედლი რძის, ისე ყველის ბაზარზე) მიწოდების შემცირების შედეგია. გამოდის რომ ვაწარმოებთ უფრო ცოტა ნედლი რძის პროდუქტს, მაგრამ უფრო ძვირად - ნედლი რძის პროდუქტების ბაზარი მცირდება. წაგებული რჩება როგორც ადგილობრივი მწარმოებელი ისე მომხმარებელი, იმპორტის მიმზიდველობა კი იზრდება. მერძევეობის დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, სიტუაციიდან „მარტივი“ გამოსავალი უცვლელია: მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის გაზრდა და პროდუქტის თვითღირებულების შემცირება.

ცნობისთვის, 9%-ითაა შემცირებული სულგუნის ინდექსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system