კახეთში სტიქიის ზარალს სადაზღვევო კომპანიები ითვლიან

29 და 30 აპრილს, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 519 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 727 ჰექტარს შეადგენს. 

"სადაზღვევო შეტყობინებები დაფიქსირდა ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახური," - განმარტავენ უწყებაში.

ცნობისთვის, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის მონაცემებით, გაცემულია 17,881 პოლისი, დაზღვეულია 18,178 ჰა მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 161.9 მლნ. ლარს აღემატება. სულ სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 13.4 მლნ. ლარზე მეტი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 8.4 მლნ. ლარს აღემატება. 

სახელმწიფო აგროდაზღვევა 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, გაცემულია 115 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 69.7 მლნ. ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 48 მლნ. ლარია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა წელსაც გრძელდება.  აგროდაზღვევა ანაზღაურებს სეტყვით, ქარიშხლით, წყალდიდობით და საშემოდგომო ყინვით მიყენებულ ზარალს. პროგრამა ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას: ვაზზე - 50%, ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე - 70%. 

აგროდაზღვევის სტრატეგია იცვლება. აგროდაზღვევის სტრატეგიის პროექტის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებას და ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას.

აგროდაზღვევას შესაძლოა ხანძრის კომპონენტი დაემატოს. აგროდაზღვევის სტრატეგია განახლდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით კმაყოფილია. ლევან დავითაშვილის თქმით, აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება. მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა მიმდინარე წლიდან სამწლიანი გახდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი პროგრამას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მიიჩნევს და სიამაყით აცხადებს, რომ აგროდაზღვევის ბიუჯეტი 40 მლნ ლარზე მეტია. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ხელისფლება მნიშვნელოვან გარღვევას აპირებს და შედეგსაც ელოდება.

ცნობისთვის, აგრარულ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების დაზღვევას. საქართველოში მოსავლის დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ დაბალია. აგრობიზნეს ოპერატორები ამბობენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა არასრულფასოვანია, რადგან მხოლოდ მოსავლის დაზღვევას ითვალისწინებს, რაც სისტემის გარეთ ტოვებს მათ, ვინც მრავალწლოვან კულტურებს აშენებს და პირველ მოსავალს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებს.

გროსპეციალისტები თვლიან, რომ აგროდაზღვევა საქართველოში კვლავ დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროდაზღვევის პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მის ნაკლოვანებებსაც აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ილუზია, რომ სრული დაზღვევა და სრული დაფარვა იქნება. მისივე თქმით, ზოგადად მსოფლიოში აგროდაზღვევის ერთი წარმატებული და განსაკუთრებული მოდელი არ არსებობს.

შეგახსენებთ, აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.