საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი იზრდება

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია განიხილავს საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს.

ამის შესახებ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქრაჩმა განაცხადა.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის.

მისივე თქმით, ეს ფაქტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილი იქნება, რაც ინვესტიციების შემოდინების ზრდასთან ერთად, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების და მაღალი დამატებული ღირებულების ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიას რეალურს გახდის.

ცუცქირრიძის განმარტებით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის მეტი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე ისეთ მეგაეკონომიკასთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. 

ცნობილი გახდა, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის), ყოფილი OPIC-ის (კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია) ოფისის გახსნა განიხილება, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ფოთში “პეის” ტერმინალის მშენებლობას აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა განაცხადა "ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუში.

„ თავად ეს ფაქტი კი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილი იქნება, რაც ინვესტიციების შემოდინების ზრდასთან ერთად, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების და მაღალი დამატებული ღირებულების ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიას რეალურს გახდის. ამავე საერთშორისო კონტექსტში უნდა აღინიშნოს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის - უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც. ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური სწრაფი ინტერნეტის დანერგვა გარდა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ნდობის და სანდოობის თვალსაზრისით, ბატონი კიტ კრაჩისვე განცხადებით ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესთან ერთად, ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმებასაც უახლოეს მომავალში. რაც მთავარია, ხელისუფლების ტრანსატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან ერთად, ამერიკის ორპარტიულ მხარდაჭერასაც ღიად ადასტურებს”, - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქრაჩის აზრით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

ქრაჩის იდეას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. მისი თქმით, "ბიზნესგეგმა" ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას," - განმარტა მინისტრმა თურნავამ.

აშშ-საქართველოს 5G-ის მიმართულებით გაფორმებულ მემორანდუმზე დიდ იმედს ამყარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

"საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური განზომილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გაფორმებული მემორანდუმის თვალსაზრისით, ისე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ექსპერტების შეფასებით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის საქართველოშ გახსნა საქართველო-აშშ ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველო ამერიკის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი გახხდება.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

როგორია 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის, გაეცანით აქ.