თავში

5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის

5G მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის
5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის

"პრინციპული იყო ამ ინიციატივაზე მიერთება, ვინაიდან NATO არის უსაფრთხოების ამოცანებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ახლა წინა პლანზე გამოდის კიბერუსაფრთხოება. ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

თურნავას განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც ისწრაფვის ნატოს წევრობისკენ, კიბერუსაფრთხოება წინა პლანზე გამოდის. მინისტრის მტკიცებით, ამ დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე NATOში გაწევრიანების პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა. 

"გუშინ ჩვენ გავაკეთეთ ერთი დიდი ნახტომი ამ მიმართულებით, გუშინაც ძალიან ცალსახად ითქვა, რომ საქართველომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეასრულა“, - განაცხადა თურნავამ და შშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმს ისტორიული დოკუმენტი უწოდა. მისივე განმარტებით, მას აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური. ეს არის ორი მიმართულებით მიღებული ცალსახა სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის.

„გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ისტორიული დოკუმენტია. მას აქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პოლიტიკური და წმინდა ეკონომიკური. ეს არის ორი მიმართულებით მიღებული ცალსახა სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის. პოლიტიკურ კომპონენტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შევუერთდით ე.წ. სუფთა ქსელის ინიციატივას. მას საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის მხრიდან და დღეს მას უერთდება 60-მდე ქვეყანა, 200-ზე მეტი ტელესაკომუნიკაციო კომპანია და ამ დარგში აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები. ეს არის შეთანხმება საერთო პრინციპებზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მომხმარებლების ინტერესები ტელეკომუნიკაციების სფეროში. კიბერუსაფრთხოება მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ვინაიდან რაც უფრო ღრმად აღწევს ინტერნეტი ჩვენს ცხოვრებაში, მით უფრო აქტუალური ხდება ჩვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა. რომ დავუბრუნდეთ მემორანდუმის სიკეთეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აშშ-თან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მაღალ დონეზეა აწეული და ნდობითი ურთიერთობები კიდევ ერთხელ განმტკიცდა“, - განაცხადა თურნავამ.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system