თავში

საქართველო ამერიკის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი ხდება - ლილუაშვილი

საქართველო ამერიკის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი ხდება
საქართველო ამერიკის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი ხდება - ლილუაშვილი

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია განიხილავს საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს.

ამის შესახებ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქრაჩმა განაცხადა.

ქრაჩის განცხადებას გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა ლილუაშვილი.

„ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქრაჩის აზრით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

ქრაჩის იდეას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. მისი თქმით, "ბიზნესგეგმა" ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას," - განმარტა მინისტრმა თურნავამ.

ექსპერტების შეფასებით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის საქართველოშ გახსნა საქართველო-აშშ ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. 

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

როგორია 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system