თავში

ბავშვების ორგანიზმში COVID-19 რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლობს

ბავშვების ორგანიზმში COVID-19 რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლობს
ბავშვების ორგანიზმში COVID-19 რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლობს

ახალი ტიპის SARS-CoV-2 კორონავირუსი ბავშვების ორგანიზმში რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი დაავადების ასიმპტომური მატარებელია. ამის შესახებ სტატიას გერმანული გამოცემა Deutsche Welle აქვეყნებს.

ვაშინგტონის ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაში სულ 91 ინფიცირებული ბავშვი მონაწილეობდა. დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვთა 22 პროცენტს სიმპტომები არ აღენიშნებოდა. 20 პროცენტი თავდაპირველად ასიმპტომური მატარებელი, შემდეგ კი დაავადების ნიშნები გამოუვლინდა. უმეტესობას - 58 პროცენტს - სიმპტომები დაავადების საწყის ეტაპზევე ჰქონდა.

უფრო მეტიც, ასიმპტომური მატარებლების მეხუთედი და სიმპტომების მქონე ბავშვების  თითქმის ნახევარში, ვირუსი ორგანიზმში ინფიცირების მომენტიდან 3 კვირის შემდეგაც განაგრძობდა არსებობდა. საჭიროა იმის დადგენა ავრცელებენ თუ არა ასიმპტომური ბავშვები ეპიდემიას. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის ბავშვებისა და ახალგაზრდების როლი ახალი ვირუსის გავრცელებაში.

კვლევებით ასევე დადგინდა, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდების ორგანიზმში უფრო მეტი SARS-CoV-2 ნაწილაკებია, ვიდრე მოზრდილებისა და ასაკოვნების სხეულში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system