თავში

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე დღეს შეამოწმებენ

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე დ
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე დღეს შეამოწმებენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ირანის მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯებს დღეს აუღებენ. ახალ კორონავირუსზე დიაგნოსტიკის მიზნით, ტესტი ჩატარდება.

ექიმის განმარტებით, კლინიკაში შეყვანილი ირანის სამი მოქალაქე ერთი ოჯახის წევრები არიან, საუბარია დედაზე და ორ შვილზე. ინფექციურში პაციენტის სტატუსით მხოლოდ მოზარდები გაფორმდნენ, რომლებსაც აეროპორტში შემოსვლის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდათ და კლინიკაში გადაიყვანეს. დაკვირვება მიმდინარეობს დედაზეც.

ექმის თქმითვე, პაციენტები ქალაქ ყუმიდან არიან, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

"გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის სამი წევრი, დედა და ორი შვილი, 8 და 13 წლის მოზარდები. როგორც ვიცით, რამდენიმე დღეა, ირანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და აქედან ორი გარდაიცვალა. ყველა ეს შემთხვევა არის ერთი ქალაქიდან, ეს არის ქალაქი ყუმი. ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი სამი ადამიანიც არის ქალაქ ყუმიდან, ამიტომ ქვეყანა ძალიან ფრთხილობს, ვინაიდან განსაკუთრებულ შემთხვევად აღიქვა ეს სიტუაცია და ვინაიდან აეროპორტში დაფიქსირდა ამ სამი პირიდან ორთან ტეპერატურა, სამივე გადმოიყვანეს ჩვენთან. როგორც პაციენტი გაფორმდა მხოლოდ ორი, მოზარდები", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა.

"დღეს მოხდება ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯების აღება და ჩაატარებენ ტესტს ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. ჩვენთან „ა“ და „ბე“ ტიპის ვირუსები გამორიცხა. ამ ეტაპზე, პაციენტები გადიან მეთვალყურეობას და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან საჭირო და აუცილებელი არ არის. დედა არ არის ამჟამად ინფიცირებული, მაგრამ ვინაიდან კონტაქტში იმყოფებოდა ბავშვებთან, ისიც გადის მეთვალყურეობას, არა როგორც პაციენტი, არამედ როგორც კონტაქტირებული", – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system