თავში

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 2 პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 2 პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 2 პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს.

ერთ-ერთ მათგანს, რომელიც 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოჯახთან ერთად 20 მარტს ჩამოვიდა საქართელოში. მან საზღვარი საკუთარი ავტომობილით გადაკვეთა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამბობს, რომ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ოჯახის წევრები კი ცალკე იყვნენ. როგორც ცნობილია, შესწავლილია პაციენტის ყველა კონტაქტი.

მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის მდგომარეობა. 

კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს კიდევ 4 პაციენტის პასუხი. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია 4 534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი. გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system