ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს.