თავში

Nature: კორონავირუსს თავის ტვინზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია

Nature: კორონავირუსს თავის ტვინზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლი
Nature: კორონავირუსს თავის ტვინზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია

ლივერპულის უნივერსიტეტის, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის, იელის უნივერსიტეტისა და იკონის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსს ადამიანის თავის ტვინზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამის შესახებ კვლევას გამოცემა Nature აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, კვლევაში 125 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირების პერიოდში ნერვოლოგიური და ფსიქიატრიული გართულებები გამოუვლინდათ. პაციენტთა 62 პროცენტს თავის ტვინის სისხლმომარაგება ჰქონდა დარღვეული, მათმა ნაწილმა ინსულტი გადაიტანა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. პაციენტთა 31 პროცენტს ისეთი ფსიქიკური გართულებები აღენიშნებოდა, როგორებიცაა დაბნეულობა და ხანგრძლივი უგონო მდგომარეობა, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ენცეფალიტი, ტვინის ქსოვილის შეშუპება. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე ათმა ადამიანმა ფსიქოზი განიცადა.

ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის კვლევის თანახმად, კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიურ შედეგად ინსულტი და ენცეფალიტი მოიაზრება. ეს შეიძლება უფრო მძიმე ფორმად - მწვავე დისემინირებულ ენცეფალომიელიტად გადაიქცეს, რა დროსაც ტვინის ან ზურგის ტვინის ანთება ხდება და ნერვული უჯრედები კარგავენ მემბრანებს. ეს იწვევს გაფანტული სკლეროზის სიმპტომებს.

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის ნევროლოგის, ფერნანდა დე ფელიჩის აზრით, კოვიდინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების 50 პროცენტზე მეტს შესაძლოა ნევროლოგიური გართულებები ჰქონდეთ. ამასთან, უკიდურესად ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად გავრცელებულია ნევროლოგიური სიმპტომები იმ პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსის ასიმპტომური მატარებლები არიან, ან დაავადება მსუბუქი ფორმით აღენიშნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system