თავში

ქალმა თირკმელი აჩუქა პოლიციელს, რომელმაც ციხეში ჩასვა

ქალმა თირკმელი აჩუქა პოლიციელს, რომელმაც ციხეში ჩასვა
ქალმა თირკმელი აჩუქა პოლიციელს, რომელმაც ციხეში ჩასვა

ალაბამას მცხოვრებმა ჯეკლინ ჯეიმსმა საკუთარი თირკმელი გადაუნერგა პოლიციის ოფიცერს, რომელმაც ქალი რამდენიმე წლის წინ დააპატიმრა. ტერელ პოტერმა ნარკოდამოკიდებული დამნაშავე არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე გაუშვა ციხეში. სწორედ ამ დროს გაიცნეს მათ ერთმანეთი. 

წლების შემდეგ, პოტერს თირკმლის დაზიანება დაუდგინდა. ექიმები შვიდი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ ორგანოს დონორს, თუმცა უშედეგოდ. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ჯეკლინამდეც მიაღწია. 

"სულიწმინდამ მიმითითა, რომ მე მისი დახმარება შემეძლო და, ცხადია, მაშინვე ავიღე ტელეფონი და დავურეკე", - განაცხადა ქალმა მედიასთან ინტერვიუში. 

ტესტმა დონორობის შესაძლებლობა დაადასტურა და მცირე ხანში ოპერაციაც გაკეთდა. 

პოტერის თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი სიცოცხლის გადამრჩენი სწორედ ის ქალი გახდებოდა, რომელიც რამდენჯერმე დააპატიმრა. მისი თქმით, ეს ყველაზე მოულოდნელი რამ იყო მის ცხოვრებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system