თავში

Reebok-მა ახალი კოლექცია კოვიდ ვირუსთან მებრძოლ ექთნებს მიუძღვნა - PHOTO - VIDEO

Reebok-მა ახალი კოლექცია კოვიდ ვირუსთან მებრძოლ ექთნებს მიუძღვნა

ყველა გმირი მოსასხამს არ ატარებს. ზოგიერთ მათგანს ექთნის ხალათი აცვია და გლობალური პანდემიის დროს ვირუსთან ბრძოლის წინა რიგებში დგას. Covid-19-ის გავრცელების პერიოდში გამბედავი მედიკოსებით შთაგონებული ახალი კოლექცია გამოუშვა სპორტულმა ბრენდმა Reebok. მათ სარეკლამო კამპანიაში 6 ექთანი ჩართეს, რომლებიც ბოსტონის კლინიკებში მუშაობენ. მათი სახელებია ტეილორ მეიერი, ვილმა პაჩეკო, კეტრინ დლოსენზო, სუკი სტაილსი, კეისი მოი და სოლანჟ როსა.

"ექთნები საუკუნის პირველი გლობალური პანდემიის დროს ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. ისინი ყოველდღიურად სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარის რისკის ფასად იბრძვიან", - აღნიშნა ბრენდის გლობალური მარკეტინგის პრეზიდენტმა კეროლინ მეიქენმა. 

დამატებით, Reebok-მა შექმნა მინი დოკუმენტური ფილმიც, სადაც თითოეული ექთანი საკუთარი გამოცდილების შესახებ ყვება. ისინი მაყურებელს უზიარებენ გამოცდილებას, ფიქრებსა და ემოციას, რომელიც დაუგროვდათ.

"პარაკევი იყო, სასწრაფო დახმარების მიმღებ განყოფილებაში ვმუშაობდი. პაციენტს პაციენტზე ვიღებდით. მათ სუნთქვა უჭირდათ. უკან დასახევი გზა აღარ იყო. კოვიდი უკვე აქ იყო... ჩვენ უნდა გვებრძოლა", - ამბობს ფილმში ტეილორ მეიერი. 

"არ ვიცოდით, ჩვენც დავინფიცირდებოდით თუ არა. იქნებ საერთოდ არც კი დავრჩენილიყავით ცოცხლები. ეს სულისშემძვრელი გამოცდილება იყო, რომელიც კარიერის განმავლობაშ მივიღე", - ყვება ვილმა პაჩეკო. 

რამდენიმე ექთანი ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არ უნახავთ საკუთარი ოჯახის წევრები, რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ. თუმცა, რთული პერიოდის მიუხედავად, ისინი მაინც ამხნევებენ ყველას, ვისაც კოვიდ პანდემია შეეხო.

"მადლიერები უნდა ვიყოთ ყოველი დღისთვის, რომელიც გვეძლევა. ეს ნამდვილი საჩუქარია", - ამბობენ ისინი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system