თავში

როგორ მოვიპოვოთ კატების კეთილგანწყობა - მეცნიერების დასკვნა

როგორ მოვიპოვოთ კატების კეთილგანწყობა - მეცნიერების დასკვნა
როგორ მოვიპოვოთ კატების კეთილგანწყობა - მეცნიერების დასკვნა

სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს, რომ კატების კეთილგანწყობის მოპოვება თვალების ნელი დახამხამების მეშვეობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Nature წერს.

კატების პატრონებმა დიდი ხანია იციან, რომ კატა მათ მიმართ სითბოს თვალების ნაზი დახამხამებით გამოხატავს. ეს ქცევა უნივერსალურია და სახლის კატების გარდა, მაწანწალა კატებსაც ახასიათებთ. როგორც ექსპერიმენტულად დადასტურდა, მათი კეთილგანწყობის მოპოვებას სწორედ ამავე მეთოდით არის შესაძლებელი.

ექსპერიმენტი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, კატების პატრონებს სთხოვეს თვალები ნაზად დაეხამხამებინათ და დალოდებოდნენ თუ მათი შინაური ცხოველიც მსგავს ქცევას გამოავლენდა. ყველა შემთხვევაში, კატებმა საპასუხოდ იმავე გააკეთეს.

ექსპერიმენტის მეორე ნაწილში, მონაწილეობას არა კატების პატრონები, არამედ შემთხვევითი ადამიანები იღებდნენ. თავდაპირველად, მათ სთხოვეს კატებს უბრალოდ მოფერებოდნენ, რასაც შინაური ცხოველების მხრიდან არცთუ ისე დადებითი რეაქცია მოჰყვა. შემდეგ კი ტაქტიკა შეცვალეს, უცხო პირები კატებს თვალების ნაზი დახამხამებით მიესალმნენ, ხოლო შემდეგ კი ხელი გადაუსვეს. შედეგად, კატების მხრიდან უფრო მეტი სითბო მიიღეს.

ექსპერიმენტის ავტორები თვლიან, რომ აღნიშნული მიდგომა ვეტერინარებს კატებთან ურთიერთობას უფრო გაუმარტივებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system