თავში

ტაიფუნის სხვა მხარე - შემოქმედება კატასტროფის დროს - VIDEO

ტაიფუნის სხვა მხარე - შემოქმედება კატასტროფის დროს
ტაიფუნის სხვა მხარე - შემოქმედება კატასტროფის დროს - VIDEO

იაპონიაში ტაიფუნმა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა თუმცა, ამ ქვეყანაში მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც კატასტროფის დროს შემოქმედებითი ინსტიქტები აუმუშავდათ.

ტაიფუნის სულ სხვა მხარე აღბეჭდეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა. ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ადამიანები, რომლებიც ძლიერი წვიმისა და ქარის დროს თავშესაფარს სულაც არ ეძებენ.

ამინდის გაუარესების პროგნოზის გამო ტოკიოს ქუჩებში ხალხის რაოდენობა შემცირდა და ავტომობილების გადაადგილება შეწყდა. ეს სიცარიელე ტოკიოს ერთმა მცხოვრებმა აზიდვებისთვის გამოიყენა:

ხალხისგან დაცლილმა ქუჩებმა და პარკებმა ზოგს საქანელაზე მშვიდად ქანაობა მოანდომა:

ზოგმაც დრო იპოვა ჯგუფური გართობისათვის:

თუმცა, ყველაზე აქტუალური მაინც ქარისა და წვიმის ვიდეო ეფექტად გამოყენების მცდელობა იყო. იაპონელები ერთ-ერთი ჰიტის ფონზე ცდილობდნენ შთამბეჭდავი კადრები გადაეღოთ:

ყველაზე პოპულარული მაინც გაწუწული ვირთხის ვიდეოა, რომელიც მეტროსადგურში თავშესაფარს ეძებს. სოციალურ ქსელში ის უკვე აღიარეს ყველაზე საყვარელ იაპონელ ვირთხად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system