თავში

ტექნოლოგიური სამოსი რომლითაც მუსიკას შეიგრძნობთ - VIDEO

ტექნოლოგიური სამოსი რომლითაც მუსიკას შეიგრძნობთ
ტექნოლოგიური სამოსი რომლითაც მუსიკას შეიგრძნობთ  - VIDEO

ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა, სამყაროსავით ძველია, უსადენო ყურსასმენებსაც კარგა ხანია მიეჩვია სამყარო. თითქო ყველა გზა, რომლითაც მუსიკის მოსმენით სიამოვნების მიღებაა შესაძლებელი, უკვე კარგად ნაცნობია ჩვენთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ვცდებით. BBC-ის ცნობით Soundshirt - ასე ჰქვია ინოვაციური მეთოდით შექმნილ მაისურს, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით, მუსიკის შეგრძნებას ხდის შესაძლებელს. უფრო კონკრეტულად, მაისური მრავალი სენსორისაგან შედგება, რომელიც მუსიკაზე რეაგირებს როგორც ეკვალაიზერი, მისი ჟღერადობისაგან მონაცემებს იღებს და ვიბრაციად გარდაქმნის. შედეგად - მომხმარებელი ბგერებს, პირდაპირი მნიშვნელობით, სხეულით გრძნობს. ძირითადად აღნიშნული მაისურის მომზმარებელი აუდიტორია, სმენადაქვეითებული, ან სმენადაკარგული ადამიანები იქნებიან. Soundshirt მათთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - ყველა მუსიკალური ჟღერადობა აღიქვან, სრულფასოვნად გაერთონ კონცერტებზე, კლუბებში, ან ნებისმიერ სხვა მუსიკალურ ღონისძიებაზე.  Soundshirt-ის შექმნაზე მოდის ინდუსტრიაში მოქმედმა ბრიტანულმა კომპანიამ CuteCircuit იმუშავა. CuteCircuit-ის მიმართულება მოდის სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაა. კომპანია Soundshirt-ის პროექტზე მუშაობისას, ჰამბურგის ორკესტრთან თანამშრომლობდა, რათა სპეციალური საჭიროების მქონდე ადამიანებისათვის მაქსიმალურად სრულყოფილი პროდუქტი შეექმნა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო გვარწმუნებს რომ შეზღუდული შესაძლებლობები, უბრალოდ არ არსებობს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system