თავში

მამაკაცმა მეორად დივანში 43000$ იპოვა - VIDEO

მამაკაცმა მეორად დივანში 43000$ იპოვა - VIDEO
მამაკაცმა მეორად დივანში 43000$ იპოვა - VIDEO

მამაკაცმა მეორად დივანში 43 ათასი დოლარი იპოვა. მან ავეჯი ერთი თვის წინ მაღაზიაში შეიძინა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიჩიგანის შტატში მცხოვრები ჰოვარდ კირბი ამტკიცებდა, რომ დივანი მოუხერხებელი იყო და მას ვერ იყენებდა. მასთან მისულმა შვილმა დივანი შესამოწმებლად გახსნა და მასში 43 ათასი დოლარი იპოვა. მიუხედავათ იმისა, რომ ადვოკატმა ოჯახს აუხსნა, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულები თანხა დაებრუნებინათ, ჰოვარდ კირბიმ მაინც გადაწყვიტა ფულის მფლობელი მოეძებნა. ის იმავე მაღაზიაში მივიდა სადაც დივანი შეიძინა და მის მფლობელს მიაკვლია. აღმოჩნდა, რომ დივანი მაღაზიაში ქალმა მიიტანა. ის კი მის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

კირბიმ ქალს თანხა მთლიანად დაუბრუნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system