თავში

ქართველმა მოსწავლეებმა შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ცენტრი დაათვალიერეს

ქართველმა მოსწავლეებმა შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ცენტრი
ქართველმა მოსწავლეებმა შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ცენტრი დაათვალიერეს

ქართველი მოსწავლეები მსოფლიო მნიშვნელობის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) მიმდინარე მასშტაბურ ექსპერიმენტებსა და უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ. შვეიცარიაში გამართულ ვიზიტში მონაწილეობას ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი მასწავლებლები იღებდნენ.

სასწავლო ტურს ორგანიზება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაუწია.

მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც მეცნიერები მუშაობენ.

ფიზიკით გატაცებული ახალგაზრდები ქართველი მეცნიერების, ირაკლი მინაშვილისა და ალექსანდრე მესტვირიშვილის ატლასისა და CMS ექსპერიმენტებს გაეცნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system