თავში

WhatsApp-ის მეშვეობთ ჰაკერები მობილურ ტელეფონებში აღწევდნენ

WhatsApp-ის მეშვეობთ ჰაკერები მობილურ ტელეფონებში აღწევდნენ
WhatsApp-ის მეშვეობთ ჰაკერები მობილურ ტელეფონებში აღწევდნენ

Facebook-მა გამოავლინა აპლიკაცია WhatsApp-ის ხარვეზი, რომლის საშუალებითაც ჰაკერებს მობილურ ტელეფონში შეღწევა შეეძლოთ. არასანქცირებული მონაცემთა გაცვლა ვიდეოფაილის მეშვეობით ხდებოდა.

საჭირო იყო თუ არა ვიდეოს გახსნა ტელეფონის „გასატეხად“, პროგრამისტები ვერ ამბობენ. ხარვეზი თანაბარად მუშაობდა IOS, Android და Windows Phone სისტემებზე. ის მოწყობილობაში როგორც WhatsApp, ისე WhatsApp for Business აპლიკაციების საშუალებით აღწევდა.

Facebook-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აპლიკაციის არაერთ მომხმარებელს MP4 ფაილი მიუვიდა, რომელიც სპეციალური პროგრამირებით იყო აღჭურვილი. ის საჭირო ინფორმაციას გამომგზავნს უზიარებდა.

ხარვეზი WhatsApp-ის ბოლო ვერსიებში გამოსწორებულია. აპლიკაციის წარმომადგენლები მომხმარებლებს განახლებული ვერსიის დაყენებისკენ მოუწოდებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system