თავში

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვიბრძვით ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად

​საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვიბრძვით ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვიბრძვით ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ანიტა ფაცაციას მკურნალობის პროცესსა და ჯანმრთელობის გაუარესებას გამოეხმაურა. უწყება საზოგადოებას იმ ქმედებების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რასაც სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ.

„საუბარი მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკასთან, სადაც კი შესაძლებელია გაკეთდეს ეს ურთულესი და უიშვიათესი ოპერაცია, სამწუხაროდ, ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული მცირე პრაქტიკა, არ იძლევა ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩვენი საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა ავსტრიის სახელმწიფო სტრუქტურებთან, უშუალოდ გრაცის კლინიკის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმყოფება ანიტა და მის მკურნალ ექიმთან. საელჩოს თანამშრომლები იმყოფებიან კლინიკაში და ადგილზე ესაუბრებიან როგორც მედიკოსებს, ასევე ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო წერს, რომ იტალიის ტრანსპლანტაციის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება ანიტას გულის გადანერგვის მომლოდინეთა სიაში არ ჩასმის და მანამდე ხელოვნურ აპარატზე მიერთების შესახებ, გამოწვეული იყო არა ანიტას მოქალაქეობის გამო, არამედ, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში მომლოდინეთა სიაში, ამჟამად არსებულ 45 ბავშვს შორის, 5 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და აქედან 2 უმძიმესი პაციენტი უკვე წელიწადნახევარი ელოდება დონორს.

„იტალია ტრანსპლანტაციას ახდენს მხოლოდ იტალიაში არსებული დონორების ხარჯზე, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო ზრდის ლოდინის პერიოდს და ამცირებს შანსს. ვაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც შეიძლება ჩატარდეს მსგავსი სახის ოპერაცია, მათ შორის ბელორუსში, დროებითი იმპლანტის განთავსების შემთხვევაში ნებართვის მიღებაზე და ინდოეთში, სადაც ასევე დიდია მსგავსი ოპერაციების ჩატარების პრაქტიკა“, - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system