თავში

ორი წლის ანიტას მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა

ორი წლის ანიტას მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა
ორი წლის ანიტას მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა

ორი წლის ანიტას ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად  მძიმეა. პატარას გულის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, თუმცა, ვერცერთი საავადმყოფო პასუხისმებლობას ვერ იღებს ოპერაციის გაკეთებაზე.

ერთი საათის წინ, ანიტას მამამ სოციალური ქსელში ბავშვის მდგომარეობის შესახებ დაწერა.

"მოკლედ აღვწერ სიტუაციას,რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა,არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა,რომ მისი ღვიძლი,თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის,რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა,რომ გონზე არის ბავშვი.არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია,რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არაებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?
სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!!
“ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!!"- წერს გიორგი ფაცაცია.

რამდენიმე კვირის წინ, ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება – „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა, უმოკლეს ვადაში სასწრაფო ოპერაციის ჩატარება .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system