თავში

1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 08 : 22 დან - 07: 33მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ჯერ კიდევ დიდია დაბნელების გავლენის ფონი, ამიტომ იყავით მეტად თავშეკავებული, აკონტროლეთ სიტყვები, ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს.

კურო

დღეს თქვენ შეძლებთ არსებული სიტუაციებიდან რეალური სურათი შექმნათ იმაზე, რაც ხდება და მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება სამომავლო სტრატეგიაზე. ნუ აჰყვებით სხვათა მხრიდან პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ტყუპები

იყავით კომუნიკაბელური, ნუ დაიხევთ უკან სხვადასხვა შემოთავაზებებზე, მხარი დაუჭირეთ თქვენს ახლობლებს მათთვის მნიშნელოვან საკითხებში. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს.

კირჩხიბი

სხვისი შთაგონებით მნიშვნელოვან საქმეებს შეეჭიდებით და გააკეთებთ იმაზე მეტს ვიდრე ელით საკუთარი თავისგან. თუ რაღაც არ გამოდის, არ დანებდეთ, ცოტა მეტად ირწმუნეთ საკუთარი თავის.

ლომი

მაქსიმალურად დაისვენეთ, განიტვირთეთ, მიეცით თავს ცხოვრებით ტკბობის საშუალება. მოიმზადეთ გემრიელი საკვები, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოიწესრიგეთ ძილი.

ქალწული

მოუსმინეთ შინაგან ხმას, ის გაგიყვანთ ჭეშმარიტებისა და წარმატების გზაზე. ნუ დაკარგავთ ტემპს, ახლა სიზარმაცის დრო არ არის. იყავით ლმობიერი და გულისხმიერი შინაურების მიმართ.

სასწორი

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ამ დღეებში უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ მიანიჭოთ სხვების აზრსა და ნათქვამს საკუთარზე დიდი მნიშვნელობა. უფრო მეტად ირწმუნეთ საკუთარი ძალის.

მორიელი

დაიცავით ბალანსი და ზომიერება ურთიერთობებში, მოლხენისას თუ ალკოჰოლის მიღებისას, თქვენი გამჭრიახობა და სიღრმეების წვდომა დაგეხმარებათ იმის გარკვევაში ვინ ვინ არის. ახლა ჯერ კიდევ. გამოიყენეთ ეს თქვენთვის ჯერ კიდევ სასიკეთო პერიოდი.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა, ახლა დასვენების დრო არ გაქვთ, გადაავლეთ თვალი თქვენს სამომავლო გეგმებს. იაქტიურეთ. გამოჩნდებიან ახალი მხარდამჭერები, ყველაფერი გამოგივათ.

თხის რქა

ყველაფერი თქვენს ხელთაა, სიტუაციის სადავეების საკუთარ ხელში აღება და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ მომავალში საქმეების სწორად წარმოებაში. მეტად გახალისდით, გააფერადეთ ეს დღე.

მერწყული

ქაოტური დღეა, თქვენშიც შფოთი და დაუდევრობა იჩენს თავს, ამიტომ პირველ რიგში დამშვიდდით, ბრაზის გამო ნუ გადატეხავთ ჯოხს თქვენს ახლობელ ადამიანებზე. საღამოს გუნებას გამოგიკეთებთ სარელაქსაციო შხაპი ან სხვა პროცედურები.

თევზები

გახალისდით, განიტვირთეთ, ახლა ფრთების გაშლა და თავისუფლად სუნთქვა ძალიან გჭირდებათ. საქმე მოიცდის, ოპტიმისტური განწყობა, შემართება და ახალი ენერგიები დიდ პერსპექტიულ გზებზე გაგიყვანთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system