თავში

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარედილით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 03:48 დან - 10:11 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

წარმატება გელით მხოლოდ კარგად დასაბუთებულ, ლოგიკურ საკითხებში, ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გათვლილი და ობიექტური. თქვენი ძალისხმევა და რეალობის გათვალისწინება მიზანთან აუცილებლად მიგიყვანთ.

კურო

დღეს მიზნებისკენ ადვილად გაიკვალავთ გზას თქვენი გამძაფრებული ინტუიციის წყალობით, ახლა თქვენთვის თითქმის არაფერია დაფარული, თითქმის ყველას აზრებს კითხულობთ, ხედავთ ვის რა მოტივი ამოძრავებს, რისკენ ისწრაფვის...

ტყუპები

იყავით წინდახედული და გამოიჩინეთ სიფრთხილე უცნობი ან შორეულ ნაცნობების მიმართ, არის ალბათობა სწორედ ამ კატეგორიის ადამიანების ჭორებისა და ინტრიგების ქსელში აღოჩნდეთ.

კირჩხიბი

მტკივნეული იქნება იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი თქვენს მონდომებასა და სურვილებზე არ არის დამოკიდებული და ვერც ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებთ. შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოციები მიიღოთ ყოველდღიურობიდან.

ლომი

კარგი დღეა ხელშეკრულებების დასადებად, რომანტიულ ურთიერთობებში მეტი გარკვეულობა შეიტანეთ. სასიკეთოა ახალი ნაცნობობა და საქმიანი კონტაქტები. დღევანდელი წამოწყებები აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს.

ქალწული

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციებში, ნუ გათქვამთ საიდუმლოს, იმოქმედეთ ფრთხილად, დინჯად და ხმაურის გარეშე, ასე თავს აარიდებთ ირგვლივ დაძაბულ და ფეთქებად ატმოსფეროს.

სასწორი

მოთოკეთ ემოციები, ნებისმიერ სიტუაციაში შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გაცხარების გარეშე მშვიდად დაიცავით თქვენი ინტერესები. თქვენ შეძლებთ ღირსეულად მოიგერიოთ არაკეთილმოსურნეთა იერიში.

მორიელი

მხიარული განწყობით შეეგებებით დღევანდელ სასიამოვნო სიახლებს და სიურპრიზებს. შეეცადეთ მადლიერებით გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ყოველი იმ სიკეთისთვის, რაც ცხვრებამ მოგიტანათ.

მშვილდოსანი

დღეს თქვენში გამძაფრებულმა ორგანიზატორულმა უნარებმა გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან დიდი ინტერესი და ნდობა შეიძლება გამოიწვიოს ან შესაძლოა რაიმე გრანდიოზული ღონისძიების იდეა წარმატებით რეალიზდეს.

თხის რქა

თავი შიკავეთ მნიშვნელოვანი საქმეებისგან და სერიოზული გადაწყვეტილებებისგან, არის ალბათობა გაჭიანურდეს ან საერთოდ ჩაიშალოს დღევანდელი წამოწყებები, სჯობს დაკავდეთ უმნიშნელო საკითხების მოგვარებით.

მერწყული

იყავით წინდახედული და იოლად შეძლებთ ადრე დაშვებული შეცდომების გასწორებას, შექმნილი ვითარება თავად მიგიყვანთ სწორ გზაზე, თქვენი მოხერხებულობა და მოქნილობა კი გამარჯვებას მოგიტანთ.

თევზები

ფინანსებთან დაკავშირებით გეგმები და საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება, მთავარია ყველაფერი კარგად მოფიქრებული და სარისკო ფაქტორების გარეშე იყოს. იზრუნეთ ახალი ფინანსური წყაროების მოძიებაზე.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system