თავში

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 22:29 დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ამ რთულ პერიოდში მხარში დაგიდგებათ ძველი ერთგული თაყვანისმცემელი, თქვენ შეძლებთ იპოვნოთ სწორი გამოსავალი და განიმტკიცოთ პოზიციები, რაც დიდი ალბათობით ზოგიერთ ადამიანში შურს გამოიწვევს.

კურო

თქვენი დიდსულოვნებისა და დიპლომატიის მეშვეობით მშვენივრად დაალაგებთ ოჯახურ გაუგებრობებსა და სირთულეებს, ხოლო მოულოდნელი შემოსავალი ბიძგს მოგცემთ ახალი იდეებისა და მიზნების განხორციელებისკენ.

ტყუპები

დადგა დრო დააფიქსიროთ თქვენი პოზიციები და წარუდგონოთ გარშემომყოფებს თქვენი თავი. ახლა არგუმენტირებული კამათითაც კი შეძლებთ დაიბრუნოთ ჰარმონიული განწყობა, მთავარია სძლიოთ ეჭვებს და გაერკვიოთ საკუთარ სურვილებში.

კირჩხიბი

სასიამოვნო შეხვედრა გელით დიდი ხნის უნახავ მეგობართან. ეს დღე იქნება ძველი ურთიერთობების განახლების საწყისი, რომელიც მეტად სასიკეთოდ აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

ლომი

სასურველია დრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ, მოიწვიეთ სტუმრები, თქვენს მყუდრო სივრცეში, ეს საუკეთესო გამოსავალია, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და იმედგაცრუებები, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, შეინარჩუნეთ ძველი კონტაქტები.

ქალწული

საჭირო და თქვენთვის აქტუალური ინფორმაციის მოსაპოვებლად იმოქმედეთ თამამად და გაბედულად. იაქტიურეთ და მაგალითი აიღეთ წარმატებული ადამიანებისგან, მიჰყევით გულის კარნახს.

სასწორი

შესაძლოა მნიშვნელოვან შენაძენზე დაფიქრდეთ. თქვენს ცხოვრებაში მალე საინტერესო სიახლეები დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ სახლიდან მოშორებით, ამ ეტაპზე თქვენთვის უცხო გარემოში განვითარდება.

მორიელი

თქვენი შესაძლებლობები ახალი კუთხით წარმოჩინდება. საჭირო იქნება სწრაფად და ოპერატიულად მოახდინოთ ადაპტირება ახალ, გართულებულ პირობებთან. იყავით მეტად ყაირათიანი.

მშვილდოსანი

შესაძლოა დაკარგული კავშირები აღადგინოთ. წარსულში რჩება შფოთი და წყენა, მტკივნეულ განცდებს მხიარული განწყობა ჩაანაცვლებს. მზად ხართ ახალ მწვერვალების დასაპყრობად.

თხის რქა

ფინანსური მოულოდნელი შემოსავალი ძალიან გაგახარებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ, თუმცა სირთულეებიდან სწორი გზის ძებნისა თუ გამოსავლის ძიებისას გაგიჭირდებათ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს.

მერწყული

სიმშვიდე და ზომიერება ყველა სფეროში წარმატების საწინდარია. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და შემდეგ დაეხმარეთ სხვებს. მხოლოდ ასე განახორციელებთ თქვენს მიზნებს.

თევზები

წინა პლანზე ოჯახი და ოჯახური ინტერესებია. თქვენი გულუხვობისა და დიდსულოვნების წყალობით კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს შექმნით ირგვლივ, გააჯანსაღებთ ატმოსფეროს და აამაღლებთ საერთო განწყობას.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system