თავში

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 20:04 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შეგიძლიათ თამამად გამოხატოთ თვენი გრძნობები და ემოციები, არ დაივიწყოთ რომ სამსახურის გარდა არსებობს სხვა ვალდებულებებიც, მოინახულეთ მშობლები, ნათესავები, მეტი დრო გაატარეთ შვილებთან.

კურო

კიდევ ერთი ნახტომი და მიზანი მიღწეული იქნება, არ მოდუნდეთ და ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს გამარჯვებაში. სულ მალე დარწმუნდებით რომ თქვენი არჩეული გზა სწორი და წარმატებული იყო.

ტყუპები

ფრთხილად იყავით და ერიდეთ დაპირისპირებებს, შესაძლოა თვენი დაუდევრობის გამო საჭირო გახდეს მთელი ძალების მობილიზება , რათა თავი გაართვათ აღებულ ვალდებულებებს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს იმიჯს.

კირჩხიბი

შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა ისარგებლოს თქვენი მოთმინებით და არაეთიკური გზებით ეცადოს თქვენს წყობიდან გამოყვანას. ამით მაინც არაფერი შეიცვლება, უბრალოდ ეცადეთ მტკიცედ მიჰყვეთ დღის გეგმებს.

ლომი

შესაძლოა დღეს, ადრე ჩადენილი საქციელის გამო სინანულმა შეგიპყროთ, ნუ აჰყვებით ცდუნებებს და ნუ შეეცდებით რაიმეს გამოსწორებას, იმოქმედეთ, წვრილმან უსიამოვნებებს კი ნუ შეუშინდებით!

ქალწული

დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შეარჩიეთ გამოთქმები, განსაკუთრებით პირად თემასთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. იყავით თავშეკავებული და მოზომილად იმოქმედეთ მათთან, ვისთანაც რაიმეს თხოვნას აპირებთ.

სასწორი

ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეულმა დაბრკოლებებმა შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა მხარდამჭერებიც გამოგიჩნდებიან და გამოსავალს გაპოვნინებენ სწორედ ის ადამიანები, რომელსაც მთელი დროის განმავლობაში უყურადღებოდ ტოვებდით.

მორიელი

სიმშვიდით, დასაბუთებული არგუმენტებით, გულისხმიერებითა და წყნარი ტონით იოლად გამონახავთ საერთო ენას თქვენს კოლეგებთან და უფროსობასთან. დღეს თქვენი თავით აუცილებლად იამაყებთ.

მშვილდოსანი

გადადებული საქმეების გამო შესაძლოა მოულოდნელი დაბრკოლებები შეგექმნათ, შეეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ხარვეზები სამსახურეობრივ საქმიანობაში. ხოლო მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.

თხის რქა

შესაძლოა კოლეგებთან და უფროსობასთან თავი იჩინოს გარკვეული სახის გაუგებრობებმა, თუმცა არაა გამორიცხული ყველაფერი თავისით მოგვარდეს, ან თქვენ გაგიჩნდეთ სარწმუნო არგუმენტები, შესაბამისად ღირსეულად შეძლებთ დაიცვათ საკუთარი ინტერესები.

მერწყული

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, მოწყენისთვის ნამდვილად არ გეცლებათ, სწორედ ასეთი დღეები მოგწონთ და გახალისებთ, თქვენი შეუპოვრობითა და პოზიტიური განწყობით ყველას მონუსხვას შეძლებთ და გადმოიბირებთ.

თევზები

ახლა კონკრეტული დასკვნები მხოლოდ შედეგებიდან უნდა გამოიტანოთ, შესაძლოა ზედმეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ საკუთარ თავზე აღებული ან არასწორად გქონდეთ შერჩეული პრიორიტეტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system