თავში

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან 03:40 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღე დახუნძლულია საინტერესო წინადადებებით, აქცენტი გააკეთეთ ძველი საქმეების დასრულებაზე, ამ ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს თქვენი მზარდი ენერგიით.

კურო

ფინანსური მდგომარეობა მეტად სტაბილურდება, კარიერული მიმართულებით სიახლეების ალბათობაა.

ტყუპები

კოლექტივში წარმოქმნილ უთანხმოებას რაციონალურად, ცივი გონებით მიუდექით, კამათის შემთხვევაში ეცადეთ კონსტრუქციული იყოთ.

კირჩხიბი

დღეს შესაძლოა პარტნიორებთან ფინანსური საკითების განხილვამ მოგიწიოთ. უამრავი საქმის გამო სამსახურისთვის მეტი დროის გამოყოფა მოგიწევთ.

ლომი

თქვენი ხალისიანი და მხიარული ხასიათით ბევრ ადამიანს მიიზიდავთ. სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გელით.

ქალწული

კონცენტრირდით საქმეებზე, გამოიჩინეთ სათანადო პრინციპულობა. სწორედ ამთვისებებით დაიმსახურებთ კომპლიმენტებს ხელმძღვანელობისგან.

სასწორი

იუმორი და მანევრირება დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში, ამასთან ადამიანთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ შინ თუ გარეთ.

მორიელი

ოჯახური საკითხები მოგვარებას მოითხოვს, ურთიერთობები კი - გარკვეულობას. ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში მეტი სიცხადე შეიტანოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა წარსულიდან ძველი შეცდომები და არაკორექტული ქმედებები გაგიხსენონ, ეცადეთ უემოციოდ გვერდი აუაროთ ამ თემას.

თხის რქა

შეუპოვარი შრომითა და მონდომებით დროულად დაასრულებთ საქმეებს რაც კოლეგებსა და უფროსობასთან სათანადოდ დაგიფასდებათ და თქვენი ავტორიტეტიც ამაღლდება.

მერწყული

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეგიძლიათ გაბედულად გაემართოთ სავაჭრო ცენტრებისკენ.

თევზები

კარგი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system