თავში

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეეცადეთ გამოიჩინოთ ობიექტურობა მიმდინარე მოვლენების მიმართ. მოზომილად გამოთქვით რაც გაშინებთ და გაფორიაქებთ, დაზოგეთ თქვენი და გაუფრთხილდით ახლობლებს.

კურო

დღეს მოგიწევთ დაასრულოთ დაწყებული საქმეები და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. დაფიქრდით იმაზე თუ რა გიშლით ხელს მიზნის მიღწევაში და შეცვალეთ მოქმედების გეგმა.

ტყუპები

ელოდეთ სასიამოვნო სიახლეებს სამსახურთან დაკავშირებით. შესაძლოა ოჯახში მცირე სირთულეებმა და გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა ეს დროებითია და მალე ყველაფერი დალაგდება.

კირჩხიბი

გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე მოგიწევთ არაერთი საქმისა და დავალების შესრულება. იყავით მშვიდად და გამოიჩინეთ მეტი თავდაჯერებულობა, ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს.

ლომი

შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი კოლეგებთან ურთიერთობისას. ამ ეტაპზე ჯობია თავი აარიდოთ არაფრისმომცემ კამათსა და გარჩევებს, მალე ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

ქალწული

ყურადღება გაამახვილეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე - ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ფოსტით. ახლა თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გადაახარისხეთ ღირებული საკითხები და ორიენტაცია გააკეთეთ ერთ კონკრეტულზე.

სასწორი

დღეს სამსახურთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას შესაძლოა თქვენმა დამოკიდებულებამ, მიდგომამ და გეგმებმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახუროს უფროსობის მხრიდან.

მორიელი

მოულოდნელობებისა და ახალი შემოთავაზებების ალბათობა მატულობს, შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენს გადაბირებას ეცდებიან თავის მხარეზე. ნუ იჩქარებთ, იყავით წინდახედული.

მშვილდოსანი

ძალების მოზღვავება და შემოქმედებითი ენერგია ახალი სივრცეებისკენ, შეუცნობელი სამყაროს იდუმალებაში გიხმობთ. ახლა ერთფეროვნება ნამდვილად არ გემუქრებათ, არც მოსაწყენად გეცლებათ.

თხის რქა

შესაძლოა გაგიჩნდეთ რეალობისგან და ყოველდღიური რუტინისგან მოწყვეტის მძაფრი სურვილი და სადღაც შორს მიეცეთ თავდავიწყებას.

მერწყული

დღეს უფრო მეტად საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული, შესაძლოა მოგიწიოთ ნათესავების მორიგებაში შუამავლის როლის მორგება და მათი პრობლემების მოგვარება.

თევზები

დაახარისხეთ დაგროვილი საკითხები და შეუდექით პირველხარისხოვანი საქმეების მოგვარებას. ამგვარად მნიშვნელოვნად დაზოგავთ თქვენს ძალებსაც და შედეგიც უფრო ნაყოფიერი და სწრაფი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system