თავში

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ყურადღებიანი, გახსნილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ. ნუ გადადებთ სამომავლოთ ახლადწარმოქმნილ დარკოლებებსა და პრობლემებს, ეცადეთ ყოველივე მომენატალურად აღმოფხვრათ.

კურო

დილიდანვე სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და დრო ნებისმიერ წვრილმან საქმეზეც კი. ეს მოგცემთ საშუალებას მშვიდად გაუმკლავდეთ სირთულეებს და იყოთ მეტად პროდუქტიული.

ტყუპები

შესაძლოა მცირე საჩუქარი ან წერილი მიიღოთ რომელიც თქვენს გულს ძალიან გაახარებს. დაურეკეთ მეგობრებს, გაერთეთ, აიმაღლეთ განწყობა და ენერგოტონუსი.

კირჩხიბი

გაღიზიანება და შფოთი უკვალოდ ჩაივლის თუ თქვენს ენერგიას პროდუქტიულად დახარჯავთ. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით, გადააადგილეთ ავეჯი, იცეკვეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ლომი

იყავით მომავალზე ორიენტირებული, მაგრამ იცხოვრეთ დღევანდელი დღით, დატკბით ყოველი წუთით. თქვენი კეთილშობილება და მზრუნველობა ახლა ყველას ძალიან სჭირდება.

ქალწული

იზრუნეთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე. ნაყოფიერად გამოიყენეთ ეს დღე. მთავარია დასახული მიზნიდან არ გადაუხვიოთ.

სასწორი

მეტი გულისხმიერება და გონივრული ქმედება გმართებთ პირად-სასიყვარულო სფეროში, ნუ გადაამეტებთ. სხვა მხრივ გაშალეთ ფრთები, გახალისდით, გაახალისეთ გარემოც და განეწყვეთ უკეთესი მომავლისთვის.

მორიელი

ნუ იტყვით უარს საკუთარ ბედნიერებაზე, თქვენი გადამეტებული დრამატულობა მხოლოდ ხელს შეგიშლით წარმატების მიღწევაში. არჩეული გზა უნდა გაიაროთ ბოლომდე.

მშვილდოსანი

დღეს მარტივად შეძლებთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, მხოლოდ მეტი გულისხმიერებაა საჭირო. მარტივად ექცევით ყურადღების ცენტრში, თქვენი შარმი და მიმზიდველობა ყველას თავბრუს ახვევს.

თხის რქა

დაფიქრდით რას გრძნობთ, რამდენად განიჭებთ სიამოვნებას ის რასაც აკეთებთ? გააანალიზეთ სად ხართ, რა გჭირდებათ ცხოვრებაში. პასუხების გაცემისას მთავარია გქონდეთ კმაყოფილების განცდა.

მერწყული

განახლებებისთვის, სიახლეებისთვის, რაღაც ახლის დასაწყებად მშვენიერი დღეა. იმოქმედეთ, აიმაღლეთ განწყობა და მოტივაცია, წინ რთულიც მაგრამ ნაყოფიერი წელი გელოდებათ.

თევზები

იყავით გულისხმიერი გარშემომყოფების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არავინ აღნიშნავს ამას, დააფასეთ საკუთარი თავი, შეაქეთ ყოველი პატარა მიღწევისთვის და განიმტკიცეთ რწმენა.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system