თავში

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
13  აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

 მთვარის მე-5-6დღე. დღეს, მთვარისა და იუპიტერის ასპექტი კეთილგანწყობილია მიმდინარე საქმეებისადმი და ფორას იძლევა რთული პრობლემების მოგვარებისთვის. არსებული ნეგატიური ფონი კომპენსირდება დადებითი ემოციებით, კარგი ნიადაგი ექმნება მსხვილი პროგრამების გამართვას, პარტნიორული და კოლექტიური პროექტების შემუშავებას. 

მაგრამ დღის მოვლენებს აქვთ არა მხოლოდ ნათელი, არამედ ბნელი მხარეც, წარსულის ტოქსიკური კვალის სახით. წარსულის შეცდომებმა შეიძლება გააფუჭოს ურთიერთობების ჰარმონია. მაღალია კინკლაობისა და შურისძიების მცდელობის ალბათობა.

ეცადეთ, ადგილი არ დაუთმოთ თანმხლებ ნეგატივს, მაგალითად, პროფესიულ ეჭვიანობას.

ვერძი

შესაძლოა დღეს შეცვალოთ თქვენი გეგმები. განმარტოება ბევრ სიტუაციებს სხვაგვარად დაგანახებთ, შეძლებთ სასიკეთოდ გამოიყენოთ საკუთარ თავთან დარჩენა. არის ალბათობა შეხვდეთ ძველ ნაცნობებს.

კურო

სიმშვიდით და გონიერებით ბევრს მიაღწევთ და მალე სასიამოვნო და სასიხარულო ამბავსაც მიიღებთ.

ტყუპები

შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებამ შეგახსენოთ თავი, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, პროფილაქტიკაზე და შეეცადეთ ყველა საჭირო კითხვაზე რჩევები სპეციალისტისაგან მიიღოთ.

კირჩხიბი

სასიამოვნო მოულოდნელობას ელოდეთ. კარგი იქნება თუ შეიძენთ ისეთ თილისმას, რომელიც სიმშვიდესა და ოპტიმისტური განწყობის ხელშემწყობი იქნება ყოველდღიურობაში.

ლომი

მოიშორეთ ეჭვები, მიჰყევით არჩეულ გზას, იმოქმედეთ დინჯად და წინდახედულად. მალე გექნებათ სიხარულის მიზეზი და საკუთარი თავითაც იამაყებთ.

ქალწული

შეხვედრებისა და პაემანისთვის კარგი დღეა. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გამოიჩინეთ მზრუნველობა და ყურადღება როგორც საყვარელი ადამიანის, ასევე ოჯახის წევრების მიმართ.

სასწორი

ერიდეთ უხეშ, კრიტიკულ გამოთქმებს, რათა მომავალში სანანებელი არ გაგიხდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ, მალე დარწმუნდებით, რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭირო ხართ პარტნიორისა და ოჯახისათვის.

მორიელი

თქვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობა ფრთებს შეგასხამთ, გემღერებათ და ცხოვრებაც გიხარიათ, თქვენი ენერგოტონუსი ნელნელა მყარდება და ენერგიითაც ივსებით.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ კვებასა და ჯანმრთელობის თემებს, არ გამოგრჩეთ მხედველობიდან პროდუქტის სიახლე და ხარისხი. იზრუნეთ ხანდაზმულ ოჯახის წევრებზე.

თხის რქა

ერიდეთ გაცივებას, სტრესსა და გადაღლას. მეტად იზრუნეთ დასვენებაზე. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და მიხედეთ ჯანმრთელობას.

მერწყული

შესაძლოა დადგეთ არჩევანის წინაშე, იყავით გულახდილი საკუთარ თავთან და ორმაგ თამაშს თავი დაანებეთ, რადგან ამგვარი ქმედება ჩიხში მოგამწყვდევთ და შესაძლოა დაშვებული შეცდომები ვეღარ გამოასწოროთ.

თევზები

ნუ შეეცდებით ვინმეს გამოსწორება -„აღზრდას“. ადამიანი მიიღეთ თავისი დადებით - უარყოფითი თვისებებით ან საერთოდ უარი თქვით მასთან ურთიერთობაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system