თავში

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-6-7  დღე. დღეს, მთვარე მორიელში ამძაფრებს საფრთხის მოლოდინს, ამ დროს უპირველესია გონიერებას მოუხმოთ. არ ღირს სისტემასთან ბრძოლა დადინების საწინააღმდეგოდ სვლა, თუ არსებობს ამის თავის არიდების თუნდაც იოტისოდენა შანსი. 

კარგი დღეა თავდაცვის მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად. შეეცადეთ, მოიშოროთ მავნე ჩვევები, კარგი დღეა დიეტების დასაწყებად.

მძაფრდება კულისებში მოვლენების გადატანის სურვილი, რასაც, ვარსკვლევები გირჩევენ, უნდა ერიდოთ. არასასურველი დღეა განახორციელოთ შესყიდვები და მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები.

ვერძი

დღეს იოლად გაუმკლავდებით ყოველგვარ საოჯახო საკითხებს, იქნება ეს თქვენი სივრცის მოწესრიგება, რაიმე დაზიანებული ნივთის შეკეთება თუ სხვა.

კურო

კარგი იქნება იზრუნოთ საკუთარ იმიჯზე, ჩაიცვით ელეგანტურად, შეხვდით მეგობრებს, გაერთეთ, გალაღდით, დატკბით სუფთა ჰაერითა და თუნდაც წვიმის წვეთების ჰანგებით.

ტყუპები

გააანალიზეთ და დაკავდით პრობლემების მოგვარებით. დაგეგმეთ და განახორციელეთ მოკლევადიანი პროექტები, იზრუნეთ დაწყებული საქმეების დასრულებაზე.

კირჩხიბი

დღეს შეძლებთ უფრო ხალისიანი და მყუდრო გახადოთ თქვენი გარემო, პირადი სივრცე, გაისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი

ერიდეთ ახალ ნაცნობობას, განმარტოებას და საიდუმლო ურთიერთობებს, სწორედ დღეს შეიძლება გაგიჩნდეთ მნიშვნელოვანი იდეები, ახალი თემები შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში და ამ ყოველივემ გიბიძგოთ სიახლეებისკენ.

ქალწული

კარგი და შედეგიანი იქნება კომერციული საქმიანობა. ნათესავებთან ურთიერთობა, ბავშვებთან ერთად გასეირნება, წიგნის წაკითხვა ან საინტერესო ფილმის ყურება.

სასწორი

ნუ იქნებით კონფლიქტური იყავით მეტად თავდაჯერებული და არ აჰყვეთ ვნებებს, ცდუნებებს, კარგად დაფიქრდით ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

მორიელი

დღევანდელ დღეს კარგი იქნება ჩაუღრმავდეთ თქვენს სულიერ და ცხოვრებისეულ საკითხებს, ეს საშუალებას მოგცემთ დაინახოთ თქვენი შეცდომები და მიხვდეთ თუ რა ძვრებია საჭირო თქვენი განვითარებისთვის.

მშვილდოსანი

მოიფიქრეთ ხანგრძლივვადიანი ფინანსური პროექტები, რომელიც სიკეთისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

თხის რქა

ეცადეთ გაისეირნოთ, კარგი იქნება თუ ბუნებაში, ქალაქგარეთ, მთიან ადგილას მოახერხებთ დასვენებას, თუ გასვლას ვერ ახერხებთ ეცადეთ მეტი კონტაქტი გქონდეთ მიწასთან და სიმწვანესთან.

მერწყული

ოჯახში მოსალოდნელია სიახლეები, გარკვეული საკითხების განხილვა საოჯახო ატმოსფეროში. გადააადგილეთ ავეჯი, გადაახალისეთ და გააფერადეთ გაზაფხულის ფერებით საცხოვრებელი გარემო.

თევზები

იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივმყოფი ადამიანების მიმართ. მოიპატიჟეთ სტუმრები და ისაუბრეთ საინტერესო ცხოვრებისეულ თემებზე, რელიგიურ საკითხებზე, ხელოვნებაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system